სიახლეები arrow Getting Started arrow დეკემბერი 2009
Home    Contacts
gwmi.ge
სიახლეები
ჩვენს შესახებ
პუბლიკაციები
კონკურსები
დანერგვები
გამოგონებები
პატენტები
თანამშრომლები
ბმულები
კონტაქტი
ძებნა
არქივი
შესვლა
Username

Password

Remember me
Password Reminder
No account yet? Create one
დეკემბერი 2009 PDF Print E-mail

2009 წლის 21-27 დეკემბერს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი პროფ. გივი გავარდაშვილი იმყოფებოდა პოლონეთის ქ. ვროცლავში ვროცლავის გარემოს და სიცოცხლის მეცნიერების უნივერსიტეტის რექტორის პროფ. რომან კოლაჩის მიწვევით მათდამი დაქვემდებარებულ ინსტიტუტებს შორის საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი
პოლონეთის ქ. ვროცლავში გარემოს და სიცოცხლის მეცნიერების უნივერსიტეტში 2009 წლის 21-27 დეკემბერს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის პროფ. გივი გავარდაშვილის ვიზიტი საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით
2009 წლის 21-27 დეკემბერს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი პროფ. გივი გავარდაშვილი იმყოფებოდა პოლონეთის ქ. ვროცლავში ვროცლავის გარემოს და სიცოცხლის მეცნიერების უნივერსიტეტის რექტორის პროფ. რომან კოლაჩის მიწვევით მათდამი დაქვემდებარებულ ინსტიტუტებს შორის საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
23 დეკემბერს შედგა შეხვედრა ვროცლავის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური თანამშრომლობის დარგში რექტორის მოადგილესთან პროფ. ალინა ვილიჩკოსთან, რომლის დროსაც გაცნობილ იქნა ინსტიტუტების საქმიანობა – ორგანიზაციული მიღწევები და წარმატებები, სადაც პროფ. ალინა ვილიჩკომ წამოაყენა წინადადება დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების გაცვლითი პროგრამების განხორცილების შესახებ.

24 დეკემბერს უნივერსიტეტის რექტორთან რომან კოლაჩთან შეხვედრაზე აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ დაიგეგმა ორივე მხრიდან შეთანხმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების მომზადება.

ფოტო 1. მარცხნიდან - უნივერსიტეტის რექტორთან, პროფ. რომან კოლაჩთან და გარემოს დამცავი საინჟინრო და გეოდეზიის ფაკულტეტის დეკანთან, პროფ. ერჟი სობოტასთან

პროფ. გ. გავარდაშვილმა ბ-ნი რომან კოლაჩი და ქ-ნი ალინა ვილიჩკო საქართველოში მოიწვია ინსტიტუტის გასაცნობად და ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში მათი სტუმრობა დაიგეგმა 2010 წლის მაისში. შეხვედრებს ესწრებოდნენ აგრეთვე: პროფესორები: ვროცლავის უნივერსიტეტის გარემოს დამცავი საინჟინრო და გეოდეზიის ფაკულტეტის დეკანი ერჟი სობოტა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამავე ფაკულტეტის ინფორმატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯოანა მარკოვკა და მეტეოროლოგიის დეპარტამენტის ძირითადი სპეციალისტი კრისტინა ბრიზსკა.

ფოტო 2. მარჯვნიდან - უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. რომან კოლაჩი, პროფ. გივი გავარდაშვილი და გარემოს დამცავი საინჟინრო და გეოდეზიის ფაკულტეტის ინფორმატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯოანა მარკოვკა და მეტეოროლოგიის დეპარტამენტის ძირითადი სპეციალისტი კრისტინა ბრიზსკა.


User Comments

Please login or register to add comments