სიახლეები arrow Getting Started arrow დეკემბერი 2009
Home    Contacts
gwmi.ge
სიახლეები
ჩვენს შესახებ
პუბლიკაციები
კონკურსები
დანერგვები
გამოგონებები
პატენტები
თანამშრომლები
ბმულები
კონტაქტი
ძებნა
არქივი
შესვლა
Username

Password

Remember me
Password Reminder
No account yet? Create one
დეკემბერი 2009 PDF Print E-mail

2009 წლის 4 დეკემბერს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი პროფ. გივი გავარდაშვილი აზერბაიჯანის ქ. ბაქოში ნორვეგიის საელჩოში შეხვდა ნორვეგიის ელჩს ბ-ნ ჯონ რამბერგს და საელჩოს პირველ მდივანს ბ-ნ ლარს რაგნარ ალერუდ ჰანსენს.

პრესრელიზი

აზერბაიჯანის ქ. ბაქოში 2009 წლის 2-7 დეკემბერს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის პროფ. გივი გავარდაშვილის ვიზიტი საგრანტო პროექტის (გრანტი #GNSF/STO7-257) “ჰიდროტექნიკური ნაგებობების ავარიების აცილების და მიყენებული ზარალის შერბილების ღონისძიებები” შესრულების შესახებ


2009 წლის 4 დეკემბერს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის პროფ. გივი გავარდაშვილი აზერბაიჯანის ქ. ბაქოში ნორვეგიის საელჩოში შეხვდა ნორვეგიის ელჩს ბ-ნ ჯონ რამბერგს და საელჩოს პირველ მდივანს ბ-ნ ლარს რაგნარ ალერუდ ჰანსენს. საუბარი შეეხო საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტსა და ნორვეგიის სახელმწიფოს შორის გარემოს დაცვის საკითხებზე სამეცნიერო კვლევებში თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე ახალგაზრდა მეცნიერთა გაცვლას.

ფოტო 1. მარცხნიდან – პროფ. გივი გავარდაშვილი, ნორვეგიის ელჩი ბ-ნ ჯონ რამბერგი და პროფ. ტელმან ზეინალოვი (აზერბაიჯანი)

ფოტო 2. საელჩოს პირველ მდივანთან ბ-ნ ლარს რაგნარ ალერუდ ჰანსენთან

საუბარი გაგრძელდა 2 საათს და გამოიკვეთა აზრი ორ ქვეყანას შორის გარემოს დაცვის ეკოლოგიური განათლების არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერების და ასევე, ნორვეგიის პატრონაჟით გრანტში მიღებული შედეგების სამხრეთ კავკასიის რეგიონში დანერგვის საქმეში.
პროფ. გივი გავარდაშვილმა ინსტიტუტში ოფიციალურად მოიწვია ნორვეგიის ელჩი, რაზედაც იგი სიამოვნებით დათანხმდა და აღუთქვა, რომ დამატებით შეატყობინებდა ჩამოსვლის თარიღს.


User Comments

Please login or register to add comments