1-7.11.2009. ქ. ბუქარესტში შედგა ევრო გრანტში FP-7 მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენელთა შეხვედრა 2009 წლის 1-7 ნოემბერს ინსტიტუტის დირექტორი პროფ. გივი გავარდაშვილი 7 დღის ვადით იმყოფებოდა ქ. ბუქარესტში (რუმინეთი) ევრო გრანტის ”შავი ზღვის სამეცნიერო ქსელი” სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით.


• 10.11.2009. ინფორმაცია წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის 2008 წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დიპლომით დაჯილდოების შესახებ
2009 წლის 10 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში იუნესკოს გენერალური კონფერენციის 31-ე სესიის 2001 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების მიერ ჩატარდა მეცნიერების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა, რომელზეც მოხდა 2008 წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დიპლომებით დაჯილდოება, სადაც წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დარგში დაჯილდოვდა 2008 წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დიპლომით.

Please login or register to add comments |