2-4.09.2009. მე-7 საერთაშორისო სომპოზიუმი ავსტრიაში 2009 წლის 2-4 სექტემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ბოკუს უნივერსიტეტის ჰიდრავლიკისა და სასოფლო წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში შედგა მე-7 საერთაშორისო სომპოზიუმი, რომელიც მიეძღვნა ფიტომელიორაციული ღონისძიებების კვლევას. სიმპოზიუმში მონაწილეობას ღებულობდა 28 ქვეყანა, მათ შორის საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი.

2 სექტემბერს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა პროფ. გივი გავარდაშვილმა გააკეთა მოხსენება ეროზიის საწინააღმდეგო მცენარის – ვეტივერის კვლევასთან დაკავშირებით. მოხსენებაში წარმოდგენილი იყო ისრაელსა და საქართველოში 2004-2005 წლებში ვეტივერზე განხორციელებული სამეცნიერო კვლევის შედეგები. 2009 წლის 3 სექტემბერს შედგა შეხვედრა ბოკუს უნივერსიტეტის დირექტორთან პროფ. ვილიბალდ ლოისკანდლთან. საუბარი შეეხო საქართველოსა და ავსტრიის ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას და მის პერსპექტივებს.

23-28.09.2009. საერთაშორისო სიმპოზიუმი ინსტიტუტში
2009 წლის 23-28 სექტემბერს საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში გაეროს ეგიდით ჩატარდა ინსტიტუტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი ,,წყალდიდობები და მათთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები”
საერთაშორისო სიმპოზიუმის ,, წყალდიდობები და მათთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები” (23-28 სექტემბერი, 2009 წ. თბილისი, საქართველო)
მოკლე ანგარიში
2009 წლის 23-28 სექტემბერს ქალაქ თბილისში (საქართველო) ,,იუნესკოს” მხარდაჭერით (კონტრაქტი #4500046308, 30 მაისი, 2008 წ., პარიზი, საფრანგეთი) წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად ინსტიტუტის სააქტო დარბაზში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე - ,,წყალდიდობები და მათთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები”. 2009 წლის 24 სექტემბერს სიმპოზიუმი გახსნა საერთაშორისო სიმპოზიუმის თავმჯდომარემ, ინსტიტუტის დირექტორმა, ტექნ. მეცნ. დოქტორმა, პროფესორმა გივი გავარდაშვილმა.



საერთაშორისო სიმპოზიუმის ორგანიზატორები და სპონსორები იყვნენ: წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, იუნესკო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია ,,ბორჯომი”, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC). საერთაშორისო სიმპოზიუმის საორგანიზაციო და სამეცნიერო კომიტეტმა სამეცნიერო შრომათა კრებულში განსათავსებლად სტატიები მიიღეს შემდეგი ქვეყნებიდან: ეთიოპია, ყირგიზეთი, საქართველო, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, სომხეთი, ააზერბაიჯანი, ისრაელი, აშშ, პოლონეთი, ბულგარეთი, ნიდერლანდები, ჩინეთი, ჩეხეთი, ავსტრია, უკრაინა, რუსეთი, ირანი, შვეიცარია, ბელორუსია, სულ 20 ქვეყნიდან.

სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტში წარმოდგენილი იყო 74 მოხსენება, ხოლო თბილისში ჩამოვიდა 11 ქვეყნის მეცნიერი, მათ შორის: დიდი ბრიტანეთი _ 1, გერმანია _ 3, სომხეთი _ 4, აზერბაიჯანი _ 3, ისრაელი _ 1, პოლონეთი _ 3, ბულგარეთი _ 2, ჩეხეთი _ 3, ავსტრია _ 2, შვეიცარია _ 1, საქართველო _ 21 მომხსენებელი. სულ სიმპოზიუმზე პრეზენტაცია გააკეთა 48 მეცნიერ-სპეციალისტმა, აქედან საზღვარგარეთიდან პრეზენტაცია ჩაატარა 23 მეცნიერმა მსოფლიოს 10 ქვეყნიდან. საერთაშორისო სიმპოზიუმის თავმჯდომარის, წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დიტექტორის, პროფესორ გივი გავარდაშვილის მოხსენება თემაზე ,,Simulation
of flood and mudflow scenarios in case of failure of the Zhinvali earth dam” სტატიის შინაარსიდან გამომდინარე მოხსენება ჩატარდა პროფესიული ექსკურსიის დროს მდინარე არაგვის ხეობაში არსებულ ჟინვალის მიწის კაშხალზე (დუშეთის რაიონი), რომელიც თბილისიდან 60 კმ მანძილზე დმდებარეობს. სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ და ინსტიტუტს საიუბილეო თარიღი მიულოცეს საქართველოს მხრიდან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, იუნესკოს საქმეთა ეროვნულმა კომისიამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სახელმწიფო აგრარულმა უნივერსიტეტმა, ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ინსტიტუტმა, სამთო ინსტიტუტმა, სს ,,წყალპროექტის” ინსტიტუტმა, სატყეო ინსტიტუტმა, გეოგრაფიის ინსტიტუტმა. საზღვარგარეთიდან: სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტმა და აზერბაიჯანის არასამთავრებო ორგანიზაციის ,,ეკოპროგნოზის ცენტრმა”. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს დაარსებიდან 80 წლის იუბილე მიულოცეს სიმპოზიუმის სამეცნიერო და საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა, პროფესორებმა: ლორენც კინგმა (გერმანია), ერჟი სობოტამ (პოლონეთი), აალისტაირ ბორტვიკმა (დიდი ბრიტანეთი), ნატივ დუდაიმ (ისრაელი), ვილიბალდ ლოისკანდმა (ავსტრია), მარტინ ოვსეპიანმა (სომხეთი), ტელმან ზეინალოვმა (აზერბაიჯანი). სიმპოზიუმის სხდომებს ესწრებოდა 150-170 მეცნიერ-სპეციალისტი, საქართველოს რეგიონების ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები, დოქტორანტები, მაგისტრანტები და სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ინსტიტუტიდან და საქართველოს სახელმწიფო უწყებიდან. სიმპოზიუმს ესწრებოდა აგრეთვე UNDP–ს რისკის საშიშროების შემცირების სამსახურის მრჩეველი ერიკ კიაგარდი (შვეიცარია). სიმპოზიუმის სხდომაზე წარმოდგენილი მოხსენებები ძირითადად ეხებოდა წყალმოვარდნების, წყალდიდობებისა და ეროზიულ_ღვარცოფული პროცესების პროგნოზირებას, მონიტორინგს და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ და რენტაბელური ღონისძიების დამუშავებას თანამედროვე მეცნიერული მიღწევებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.

სემინარის მსვლელობის დროს მომხსენებლების მიმართ დასმულ იქნა შეკითხვები, რომლებსაც გაეცა კვალიფიცირებული პასუხები. გაიმართა აგრეთვე დისკუსიები მოსმენილი მოხსენებების ირგვლივ. პროგრამის თანახმად, სიმპოზიუმის მსვლელობისას განხორციელდა როგორც კულტურული, ასევე პროფესიული ექსკურსიები, რომელთა ამსახველი ფოტომასალა ანგარიშს თან ერთვის. საერთაშორისო სიმპოზიუმის დაწყებამდე საორგანიზაციო კომიტეტის ინციატივით მომზადდა და გამოიცა 538 გვერდიანი სამეცნიერო შრომათა კრებული და სიმპოზიუმის პროგრამა ინგლისურ ენაზე, აგრეთვე წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის საიუბილეო ბუკლეტები ქართულ და ინგლისურ ენაზე. სიმპოზიუმის მუშაობის გასაშუქებლად მოწვეულ იქნენ მასმედიის წარმომადგენლები. სიუმპოზიუმის საერთაშორისო საორგანიზაციო და სამეცნიერო კომიტეტის მიერ მომზადდა ,,იუნესკოში” გასაგზავნი მემორანდუმი, რომელშიც აისახა მოხსენებებში განხილული პრობლემები მათი გადაწყვეტის გზების მითითებით, რომელსაც სიმპოზიუმის მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

საერთაშორისო სიმპოზიუმი ,,წყალდიდობები და მათთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები”, რომელიც მიეძღვნა წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს, დახურა საერთაშორისო სიმპოზიუმის თავმჯდომარემ, ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა გ. გავარდაშვილმა 2009 წლის 26 სექტემბერს.
2009 წლის 25-29 სექტემბერს ინსტიტუტის გარემოს დაცვის ლაბორატორიის უფროსი ლაბორანტი, ევრო გრანტის ”შავი ზღვის სამეცნიერო ქსელი” შემსრულებელი თამრიკო სუპატაშვილი 4 დღის ვადით იმყოფებოდა ქ. ბრიუსელში (ბელგია) სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით.
Please login or register to add comments |