2009 წლის 6 ივლისს ნატოს შტაბ-ბინაში დღის 14 საათზე გაიმართა პროექტის “სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდინარეთა ქსელში განთავსებული ჰიდრავლიკური სისტემების რისკზე დაფუძნებული უსაფრთხოების ანალიზი” (Risk-Based Security Analysis of the Hydraulic Systems in the
River Network in South Caucasus Regions) პრეზენტაცია
პრესრელიზი ბრიუსელში (ბელგია) ნატოს შტაბ-ბინაში წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის პროფ. გივი გავარდაშვილის პრეზენტაცია პროექტის “სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდინარეთა ქსელში განთავსებული ჰიდრავლიკური სისტემების რისკზე დაფუძნებული უსაფრთხოების ანალიზი” (Risk-Based Security Analysis of the Hydraulic Systems in the
River Network in South Caucasus Regions) შესახებ
• პროექტის დირექტორი – აიუბ ბილალი, ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (მერილენდის უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და სისტემების მართვის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, აშშ);
Dr.
Bilal M. AYYUB, Professor, Maryland, USA: Project
Director (NPD).
• პროექტის თანადირექტორი – გივი გავარდაშვილი, ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველო).
Dr. Givi GAVARDASHVILI,
Professor, Tbilisi, Georgia: Project Director (PPD).
2009 წლის 6 ივლისს ნატოს შტაბ-ბინაში დღის 14 საათზე გაიმართა პროექტის “სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდინარეთა ქსელში განთავსებული ჰიდრავლიკური სისტემების რისკზე დაფუძნებული უსაფრთხოების ანალიზი” (Risk-Based
Security Analysis of the Hydraulic
Systems in the River Network in South Caucasus Regions) პრეზენტაცია. ნატოს 15 ქვეყნის ექსპერტების (ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე – დანიის ქვეყნის წარმომადგენელი) წინაშე მოხსენება გააკეთა პროფ. გ. გავარდაშვილმა. პრეზენტაცია გაგრძელდა 15 წუთი, ხოლო შეკითხვები – 40 წთ. პროექტის თანამონაწილე ორგანიზაციები არიან აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სომხეთის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. პროექტის ბიუჯეტია – 255 ათასი ევრო. ნატოს გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2009 წლის სექტემბრის თვეში.

ბრიუსელში ნატოს პროექტზე მუშაობისას მარცხნიდან – პროექტის PPD დირექტორი პროფ. გივი გავარდაშვილი. და პროექტის NPD დირექტორი პროფ. აიუბ ბილალი (აშშ) 2009 წლის 13 ივლისს გარემოს დაცვის სამინისტროში გაიმართა პრეზენტაცია ბორჯომის პრობლემებთან დაკავშირებით, სადაც მოხსენებით გამოვიდა ინსტიტუტის დირექტორი პროფ. გივი გავარდაშვილი თემაზე ”საქართველოში 2008 წლის აგვისტოს თვეში საომარი მოქმედებების შედეგად ბორჯომის რეგიონში ნახანძრალ ტერიტორიებზე ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის პირველი რიგის გადაუდებელი ღონისძიებები”.
2009 წლის 17 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიურ საბჭოს სხდომაზე ინსტიტუტის დირექტორმა პროფ. გივი გავარდაშვილმა გააკეთა პრეზენტაცია თემაზე ”საქართველოში 2009 წლის წყალდიდობები და მათთან ბრძოლის საინჟინრო-ეკოლოგიური ღონისძიებები”. 2009 წლის 31 ივლისამდე ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ (კონსტანტინე იორდანიშვილი, გოგა ჩახაია, შორენა კუპრეიშვილი, მარინა შავლაყაძე, თამრიკო სუპატაშვილი, ფერიდე ლორთქიფანიძე, პაატა ბაიდოშვილი) საქართველოს სამეცნიერო ეროვნულ ფონდში წარდგენილ იქნა 7 საგრანტო პროექტი.
Please login or register to add comments |