|

სასარგებლო ბმულები
• 2002-2007
წწ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსდა საგრანტო თემა:
“ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების კვლევა ვეტივერისა და სხვა ნიადაგდამჭერი ბალახოვანი ბარიერების სახით” TA-MOU-01-CA15-011) _ დამფინანსებელი აშშ-ს ეროვნული აკადემია, თანაშემსრულებელი - ისრაელის ვოლკანის ცენტრის წყლის, ნიადაგებისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტი.
- დაფინანსდა ევრო გრანტის პროექტი:
- ”შავი ზღვის სამეცნიერო ქსელი” - (2009-2011 წწ).
2008 წ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (სესფ) მიერ დაფინანსებული საგრანტო თემები:
- დაძველებული ჰიდრონაგებობების ფუნქციონირების გახანგრძლივების ღონისძიებები (2008-2010 წწ);
- ტრასეკას დერეფანში მთის ფერდობების მდგრადობის შეფასებისა და უზრუნველყოფის ღონისძიებები (2008-2009 წწ);
- საქართველოს მელიორაციული სისტემების ეკოლოგიური საიმედოობის შეფასება (2008-2010 წწ);
- ჰიდროტექნიკური ნაგებობების ავარიების აცილების, მიყენებული ზარალის შერბილების ღონისძიებები (2008-2010 წწ).
ინსტიტუტის სამეცნიერო ურთიერთობები 2005 წლიდან-დღემდე
• გერმანიის ჰესენის უნივერსიტეტი
• საქართველოს გზათა სამეცნიერო-კვლევითი და საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექსური კვლევის ინსტიტუტის შპს “საქგზამეცნიერება”
• მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• ჩინეთის ცენტრალური ნორმალის უნივერსიტეტი
• თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
• საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი
• ჩეხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
• პრაღის ჰიდროდინამიკის ინსტიტუტი
• პოლონეთის ქალაქ ვროცლავის აგრარული უნივერსიტეტი
• პოლონეთის სამთო-მეტალურგიის სამეცნიერო საწარმო
• შვეიცარიის ლოზანის უნივერსიტეტი
• ისრაელის აგროკულტურული კვლევის ორგანიზაციის ნიადაგის, წყლისა და გარემოს დაცვის ვოლკანის ცენტრი
• აშშ-ს განვითარების სააგენტოს აგრარული დეპარტამენტი
• შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC)
• ააზერბაიჯანის ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტე
• აკად. ი.ვ. ეგიაზაროვის სახელობის სომხეთის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტი
• ყირგიზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წყლის პრობლემების და ჰიდროენერგეტიკის ინსტიტუტი.
საერთაშორისო ფორუმები
2008 წლის 10-13 ივლისს ქ. მინსკში (ბელორუსია) ჩატარდა საერთაშორისო ფორუმი საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემიის ასოციაციისა (MAAH) და დამოუკიდებელი თანამეგობრობის ქვეყნების ეგიდით _ მთის ნაკადების (კატასტროფები, რისკი, პროგნოზირება და დაცვა) კვლევის საერთაშორისო ცენტრის დაფუძნებისათვის შესაბამისი საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, სადაც დაისვა საკითხი სამხრეთ კავკასიის რეგიონში წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ბაზაზე საერთაშორისო ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც გამოიკვლევს მთის ნაკადებს: კატასტროფებს, რისკს, პროგნოზირებას და დაცვას.
2008 წლის 1-3 ოქტომბერს ქ. ბიშკეკში (ყირგიზეთი) საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემიის ასოციაციის (MAAH) ეგიდით ჩატარდა საერთაშორისო ფორუმი სამხრეთ კავკასიის რეგიონში წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ბაზაზე საერთაშორისო ცენტრის ”კატასტროფები, რისკი, პროგნოზირება, დაცვა” დაფუძნებასთან დაკავშირებით.
• საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინსტიტუტის საქმიანობა საქართველოს კულტურული ძეგლების დაცვის საქმეში (კვლევები)
ალავერდის საკათედრო ტაძარი
ყინწვისის ტაძარი
ტიმოთეს ღვთისმშობლის ეკლესიის გარემოს დაცვის პროექტი
შიო მღვიმის მონასტრის ღვარცოფული ნაკადებისგან დაცვის ღონისძიებები
ბოდბეს წმ. ნინოს დედათა მონასტერი
მლეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
Please login or register to add comments |