2010 წლის 9 აპრილს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში შედგა ნატოს პროექტის NATO SfP982227 “Water
Resources Management in Agroecosystems in the South Caucasus Transboundary
Regions: Armenia,
Azerbaijan, Georgia”სამუშაო შეხვედრა,
რომელიც შეეხო ბოლო 6 თვის პროექტის შედეგების განხილვას. სხდომას ესწრებოდნენ: წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. გივი გავარდაშვილი, დირექტორის მოადგილე, ტექნ. აკად. დოქტორი ინგა ირემაშვილი, პროექტის ხელმძღვანელი, პროფ. გერიტ ჰუგენბუმი (აშშ-ის ჯორჯიას უნივერსიტეტი), თანახელმძღვანელები: პროფ. კონსტანტინე ბზიავა და პროფ. თამაზ ოდილავაძე (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი), პროფ. გურგენ ეგიაზარიანი (სომხეთის სახწელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი), პროფ. რაფიგ ვერდიევი, პროფ. ფარდა იმანოვი (ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი), ასევე პროექტის შემსრულებლები სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკიდან 12 მეცნიერ-სპეციალისტისა და ასპირანტების სახით. სტუმრებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის სამეცნიერო ბაზა და ჰიდროტექნიკური ლაბორატორია და პროექტის განხილვის შემდეგ შედგა საქმიანი საუბარი პროფ. გ. გავარდაშვილსა და აშშ-ის ჯორჯიის უნივერსიტეტის ბიოლოგიური და აგრო-საინჟინრო დეპარტამენტის ექსტენსიური სამეცნიერო კვლევების კოორდინატორ, პროფ. გერიტ ჰუგენბუმს შორის, რომელიც შეეხო ინსტიტუტსა და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის შედგომ ურთიერთთანამშრომლობას წყლის რესურსების მენეჯმენტის, მელიორაციის, გარემოს დაცვის და მორწყვის თანამედროვე მეთოდების სრულყოფის, ასევე ახალგაზრდა კადრების სტაჟირებისა და ერთობლივი პროექტების დამუშავების საკითხებში. შეთანხმდნენ – უფრო ახლოს გააცნონ ერთმანეთს ორი სამეცნიერო ორგანიზაციის მიერ დაგროვილი გამოცდილება და საერთო ინტერესების შემთხვევაში გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის საერთაშორისო მემორანდუმი.

ფოტო 1. მარცნიდან მარჯვნივ: პროფ. გ. გავარდაშვილი (საქართველო) და პროფ. გერიტ ჰუგენბუმი (აშშ)

ფოტო 2. მარცნიდან მარჯვნივ: პროფ. თ. ოდილავაძე. პროფ. გ. გავარდაშვილი (საქართველო), პროფ. გერიტ ჰუგენბუმი (აშშ), პროფ. გ. ეგიაზარიანი (სომხეთი)
Please login or register to add comments |