სსიპ _ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
1. ბუნებრივი კატასტროფების განყოფილებაში
• მეცნიერ_თანამშრომელი _ 1 საშტატო ერთეული _ სპეციალობით გეოლოგი (მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი);
2. წყლის რესურსებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების განყოფილებაში
• მეცნიერ_თანამშრომელი _ 1 საშტატო ერთეული _ სპეციალობით ბიოლოგი (დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი);
3. ჰიდრომელიორაციისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების განყოფილებაში
• მეცნიერ_თანამშრომელი _ 0,5 საშტატო ერთეული _ სპეციალობით ჰიდრომანქანები (ჰიდრავლიკური ტურბინები და ტუმბოები) (დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი);
4. საერთაშორისო ურთიერთობის სექტორში
• მეცნიერ_თანამშრომელი _ 0,5 საშტატო ერთეული _ უცხო ენის (გერმანული, ფრანგული, ესპანური) სპეციალისტი (მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი).
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთონ: ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) ავტობიოგრაფია (ჩვ); გ) კადრების მიერ დამოწმებული შრომის წიგნაკის ქსეროასლი; დ) მაგისტრის, დოქტორის სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხის მქონე პირის დამადასტურებელი დიპლომის ასლი; ე) გამოქვეყნებულ შრომათა ნუსხა (დამოწმებული); ვ) ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც სრულად წარმოაჩენს ავტორის სამეცნიერო მიმართულებას; ზ) შესაბამისი დარგის ერთი მეცნიერის რეკომენდაცია (საკონტაქტო ინფორმაციით); თ) სამეცნიერო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა (ჩამონათვალი); ი) პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, დანერგვის აქტების და სხვ. ჩამონათვალი.
საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს 2010 წლის 20 აპრილიდან (10 საათიდან _ 17 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა) სსიპ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში (ჳჳ სართული, ოთახი #217). საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 20 მაისი, 17 საათი. კონკურსი ჩატარდება 23 მაისს. მისამართი: ქ. თბილისი, ქი. ჭავჭავაძის გამზირი, 60
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სწავლულ მდივანს შორენა კუპრეიშვილს ტელ: 22-74-01 ფაქსი: 22-73-00 ელ. ფოსტა: ინტერნეტ მისამართი: www. gwmi.ge
დირექტორი: გივი გავარდაშვილი ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი