სიახლეები arrow Getting Started arrow გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
Home    Contacts
gwmi.ge
სიახლეები
ჩვენს შესახებ
პუბლიკაციები
კონკურსები
დანერგვები
გამოგონებები
პატენტები
თანამშრომლები
ბმულები
კონტაქტი
ძებნა
არქივი
შესვლა
Username

Password

Remember me
Password Reminder
No account yet? Create one
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა PDF Print E-mail

სსიპ _ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების თანამდებობების დასაკავებლად

1. გარემოს დაცვის ლაბორატორიაში

• ლაბორატორიის ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერ_თანამშრომელი _ 1 საშტატო ერთეული _ სპეციალობით ინჟინერ_ეკოლოგი (დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი);

2. ალაზნის საცდელ_სამელიორაციო ეკოლოგიურ პუნქტში

• პუნქტის გამგე, მეცნიერ_თანამშრომელი _ 1 საშტატო ერთეული _ სპეციალობით ინჟინერი (დოქტორანტი, დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი).

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთონ:
ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (ჩვ);
გ) კადრების მიერ დამოწმებული შრომის წიგნაკის ქსეროასლი;
დ) მაგისტრის, დოქტორის სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხის მქონე პირის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ე) გამოქვეყნებულ შრომათა ნუსხა (დამოწმებული);
ვ) ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც სრულად წარმოაჩენს ავტორის სამეცნიერო მიმართულებას;
ზ) შესაბამისი დარგის ერთი მეცნიერის რეკომენდაცია (საკონტაქტო ინფორმაციით);
თ) სამეცნიერო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა (ჩამონათვალი);
ი) პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, დანერგვის აქტების და სხვ. ჩამონათვალი.


საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს 2010 წლის 20 აპრილიდან (10 საათიდან _ 17 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა) სსიპ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში (ჳჳ სართული, ოთახი #217). საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 20 მაისი, 17 საათი.
კონკურსი ჩატარდება 23 მაისს.
მისამართი: ქ. თბილისი, ქი. ჭავჭავაძის გამზირი, 60

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სწავლულ მდივანს შორენა კუპრეიშვილს
ტელ: 22-74-01
ფაქსი: 22-73-00
ელ. ფოსტა:
ინტერნეტ მისამართი: www. gwmi.ge

დირექტორი: გივი გავარდაშვილი
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი


User Comments

Please login or register to add comments